დღის ამბები

საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ

საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ. აღნიშნულ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დაიწყო.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. რაც შეეხება ღირებულებას, ნებართვის მისაღებად ტაქსის მფლობელებს, სავარაუდოდ, 100 ლარის გადახდა დასჭირდებათ.

“აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები – ე/წ ხიშნიკები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ – ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნას გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გახდეს“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: დაახლოებით 7000 პირისთვის, რომლებიც განახორციელებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, შემოდის ფინანსური სანქციებიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში წესდება 100 ლარიანი, ხოლო ტაქსით გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების შემთხვევაში – 200 ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

დღის ამბები

მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. “28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით
დღის ამბები

მარკ ზაკერბერგმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მიულოცა

მარკ ზაკერბერგმა, ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გამარჯვება უყურადღებოდ არ დატოვა და Instagram სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველ მებრძოლს გამარჯვებას ულოცავს. ცნობისთვის, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი
დღის ამბები

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს
დღის ამბები

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო. დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა: