დღის ამბები

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – წერს პროკურატურა.

 

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

დღის ამბები

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო. დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა:
დღის ამბები

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, რაინდობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი, 1944 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,
დღის ამბები

რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ?

18 თებერვალს, UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი
დღის ამბები

მძულს და მეზიზღება სამყარო რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა – რას წერს დედა, რომელმაც სამი შვილი დაკარგა

ულს და მეზიზღება სამყარო რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა – რას წერს დედა, რომელმაც სამი შვილი დაკარგა დაპოსტა 2024/02/27-ში ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა სოციალურ ქსელში ემოციურ