ბიზნესი

უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგი

გასული 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა: ომი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება – ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომელთან გამკლავება ქვეყნებს გასული წლის განმავლობაში მოუწიათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოწვევების დაძლევა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური შედეგის დაფიქსირება შეძლო. სწორედ ასეთია რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 26.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

აშშ-ის მთავარ მეტოქეს გასულ წელს სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ ჰქონია. ჩინეთის მშპ-ის მოცულობამ 17.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთავრობის პროგნოზთან შედარებით გაცილებით უარესი შედეგია.

გლობალური რეიტინგის მესამე ადგილზე დიდ ცვლილებას ვხედავთ – იაპონიამ თავისი ტრადიციული პოზიცია დაკარგა და მას გერმანიამ გადაუსწრო, რომლის ეკონომიკის მოცულობა $4.4 ტრილიონს შეადგენს.

შესაბამისად, იაპონია $4.2-ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტით 2023 წელს მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მეხუთე ადგილზე ასევე დაწინაურებულ ინდოეთს ვხედავთ, რომლის ეკონომიკა $3.7 ტრილიონამდე გაიზარდა და მან წინა წელს დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

გთავაზობთ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ათეულს:

1. აშშ – $26.9 ტრლნ
2. ჩინეთი – $17.7 ტრლნ
3. გერმანია – $4.4 ტრლნ
4. იაპონია – $4.2 ტრლნ
5. ინდოეთი – $3.7 ტრლნ
6. ბრიტანეთი – $3.3 ტრლნ
7. საფრანგეთი – $3.0 ტრლნ
8. იტალია – $2.2 ტრლნ
9. ბრაზილია – $2.1 ტრლნ
10. კანადა – $2.1 ტრლნ

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ბიზნესი

ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს.

ფასების ზრდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში, ავიაციაშიც აღინიშნება. ექსპერტებზე დაყრდნობით Travel Weekly-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს. ტარიფები მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო იმატებს. ზრდა
ბიზნესი

სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ

თიბისის ციფრული ბანკი სფეისი საქართველოში იხურება. სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ, აპრილიდან კი ბანკი გაუქმდება. მათი ცნობით, მომხმარებლების სესხები, ანაბრები, განვადებები და ბარათები ავტომატურად გადავადა
ბიზნესი

რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურებები – რეიტინგი

საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში იყო და ის თვეში 4,421 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით
ბიზნესი

მკვეთრი ცვალებადობა, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6562 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,