სოც.ქსელები

რატომ არის ექთნების დეფიციტი საქართველოში?

 

საქართველოში ექთნების დეფიციტი რომ იყო, ეს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ექთნების დეფიციტი კონკრეტულ რიცხვებში ასახა.

აღმოჩნდა, რომ ქვეყანას იმაზე გაცილებით ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე უნდა ჰყავდეს. აი, მაგალითად, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში კი 2022 წელს ეს თანაფარდობა ასეთი იყო – 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექთანი.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ისიცაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო ვერც არსებული კადრების უწყვეტი განათლების სისტემით უზრუნველყოფასა და ვერც ამ პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვას ახერხებს.

ამ დასკვნის პარალელურად კი ირკვევა, რომ ქართველი ექთნები სამუშაოდ ევროპულ კლინიკებში გადადიან.

ექთნები საქართველოს დაბალი ანაზღაურების, მძიმე სამუშაო გრაფიკის და განვითარების პერსპექტივის არარსებობის გამო ტოვებენ. ამავე მიზეზებით, ახალგაზრდები, რომლებიც საექთნო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ, დასაქმების ადგილად უცხოეთს განიხილავენ.

უკანასკნელ წლებში, საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ ათეულობით ექთანია წასული.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

სოც.ქსელები

პოლონეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს მანქანა შეეჯახა

  პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა შეეჯახა. დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა,
სოც.ქსელები

რა სურთ ქალებს?

ტვინს იჭყლეტენ იმაზე ფიქრით _ რა სურთ ქალებს. პასუხი ისეთი მარტივია _ გულწრფელი სიყვარული, სითბო და ყურადღება _ არც ერთი ფულით არ იყიდება_ გულიდან მოდის.