დღის ამბები

რა მოხდა რეალურად ქორწილში – გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ქორ­წი­ლის ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დის და მას ძმა აჩე­რებს. ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და და-ძმის გა­მორ­ჩე­ულ გა­რეგ­ნო­ბას, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რებ­ში ხალ­ხის ნა­წი­ლი წერ­და, რომ გო­გო­ნას ძმა ჩაგ­რავ­და, ზო­გიც ბიჭს უწო­ნებ­და საქ­ცი­ელს… ლა­მა­ზი და-ძმა მა­რი­ამ და ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი არი­ან.

ინ­ტერ­ვი­უ­ზე მათ უფ­როს დას, მეგი ვიბ­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­მაც ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მეგი ად­რეც იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბო­და….

– მეგი, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ გა­ავ­რცე­ლეთ, ალ­ბათ არც ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

– ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით, პა­ტარ­ძალს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, თეთ­რი თა­ი­გუ­ლი ეჭი­რა და რო­დე­საც უნდა ეს­რო­ლა, ჩემს დას, მა­რი­ამს ვუ­თხა­რი, მიდი, რა მა­რი­ამ, და­ი­ჭი­რე და მო­მი­ტა­ნე, არ მინ­და, რომ გა­პუ­ტონ-თქო. თა­ვი­დან უარ­ზე იყო, მერე ადგა მა­ინც მი­ვი­და. ირაკ­ლიმ რომ და­ი­ნა­ხა, თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დი­ო­და, უთხრა, რა თა­ი­გუ­ლიო, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ჩანს ვი­დე­ო­ში, მა­რი­ამ­მა მე შე­მომ­ხე­და გაბ­რა­ზე­ბულ­მა, რა­ტომ გა­მიშ­ვიო. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რა და­ვა­დე, რო­მე­ლიც ასე ითარ­გმნე­ბა, “გა­თხო­ვე­ბა როცა გინ­და და თვა­ლე­ბი გაქვს დიდი, მაგ­რამ საქ­მეს რომ გე­ტყვი­ან, მა­შინ ამ­ბობ, რომ ბავ­შვი ხარ”.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

დღის ამბები

რამდენს ხარჯავენ უცხოელი სტუდენტები საქართველოში?

2023/24 სასწავლო წლებში საქართველოში 31 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. აქედან, 23 ათასი კერძო, ხოლო, 8 ათასი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში. Galt&Taggart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (85%) ამჟამად ჯანდაცვის
დღის ამბები

რა ეტაპზეა მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო გზის მშენებლობა?

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მთავრობის ცნობით, მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს
დღის ამბები

მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. “28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით
დღის ამბები

საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ

საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ. აღნიშნულ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დაიწყო. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით