დღის ამბები

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა:

„ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

დღის ამბები

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს
დღის ამბები

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, რაინდობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი, 1944 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,
დღის ამბები

მარკ ზაკერბერგმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მიულოცა

მარკ ზაკერბერგმა, ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გამარჯვება უყურადღებოდ არ დატოვა და Instagram სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველ მებრძოლს გამარჯვებას ულოცავს. ცნობისთვის, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი
დღის ამბები

თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრს „ბილდკინგსი“ 727 700 ლარად აშენებს.

თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრს „ბილდკინგსი“ 727 700 ლარად აშენებს. თბილისში, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრს კომპანია „ბილდკინგსი“ ააშენებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა