ექსკლუზივი

თოფურია და დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდნენ

წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიება UFC 298-ზე, ორი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლები ვიხილეთ. დვალიშვილმა ორ გზის UFC-ის ჩემპიონი და 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა, ხოლო ილია თოფურიამ ავსტრალიელი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტში ჩააგდო და პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა ორგანიზაციის ისტორიაში.

შესაბამისად, ცვლილებები შეეხო ორივე ქართველის მდგომარეობას UFC-ის რეიტინგში. ჩემპიონობის შედეგად ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც წონითი კატეგორიებისგან დამოუკიდებელ რეიტინგში (P4P) შეაბიჯა და მეხუთე პოზიციაც დაიკავა. პარალელურად მისმა მეტოქემ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ 4 პოზიციით უკან დაიხია და ამჟამად მეშვიდე პოზიციაზეა.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის საკუთარ სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის სიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა და პირველ ადგილზე აღზევდა, მასზე წინ მხოლოდ ჩემპიონი შონ ომალია, რომელიც ბრძოლას 9 მარტს რეიტინგის მეხუთე ნომერ მარლონ ვერასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონობის მოპოვებით 350 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ეფექტური გამარჯვებისთვის დამატებით 50 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო მერაბ დვალიშვილმა გარანტირებული 105 ათასი დოლარის გარდა, გამარჯვების სანაცვლოდ ანალოგიური თანხა დაიმსახურა და ჯამში 210 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ექსკლუზივი

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა
ექსკლუზივი

უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ ვებგვერდებზე შეაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით, ჰაკერული ჯგუფის UA25 წევრებმა რამდენიმე წუთში შეძლეს და რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს. უწყების ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა სცადეს. ისინი
ექსკლუზივი

რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა. ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია. გავრცელებული
ექსკლუზივი

კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში PSG-ს დატოვებს

ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს [PSG] 2024 წლის ზაფხულში დატოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და გამოცემა The Athletic ავრცელებენ.The Atheltic-ის ცნობით, მბაპემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ