ექსკლუზივი

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ – განხორციელების ხელშეკრულებას.

პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა. პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებას თბილისში.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს არის ნარჩენების გადამუშავების პროექტი. აღნიშნული თანხიდან ნაწილი – 22 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გამოყოფილია მწვანე კლიმატის ფონდიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროგრამას დედაქალაქში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პროექტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმაც.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რათა თბილისში დაიწყოს ნარჩენების სეპარაცია და მართვა. აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება თბილისიდან და გვსურს, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდეს, მათ შორის, ბათუმში.

ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის წამოვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარემოსდაცვით მიზნებს“, – განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

ხელმოწერის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ექსკლუზივი

ვოლოდინი: აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია, ТАСС-ი წერს.“თუ ნახავთ, რას წერენ ამერიკაში, მათ უნდათ, რომ მათი პრეზიდენტი
ექსკლუზივი

უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ ვებგვერდებზე შეაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით, ჰაკერული ჯგუფის UA25 წევრებმა რამდენიმე წუთში შეძლეს და რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს. უწყების ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა სცადეს. ისინი
ექსკლუზივი

რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა. ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია. გავრცელებული
ექსკლუზივი

თოფურია და დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდნენ

წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიება UFC 298-ზე, ორი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლები ვიხილეთ. დვალიშვილმა ორ გზის UFC-ის ჩემპიონი და 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა