ექსკლუზივი

რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა. ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია.

გავრცელებული ინფორმაციით კი, მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელები მიიმალნენ.

ცნობისთვის, მფრინავმა მაქსიმ კუზმინოვმა 2023 წლის აგვისტოში რუსული MI-8 გაიტაცა და უკრაინაში აეროდრომზე დასვა. კუზმინოვი უკრაინის დაზვერვის ვიდეოში ამბობდა, რომ თვითონ დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს, რადგან ომში მონაწილეობა არ სურდა.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ექსკლუზივი

თოფურია და დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდნენ

წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიება UFC 298-ზე, ორი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლები ვიხილეთ. დვალიშვილმა ორ გზის UFC-ის ჩემპიონი და 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა
ექსკლუზივი

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა
ექსკლუზივი

უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ ვებგვერდებზე შეაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით, ჰაკერული ჯგუფის UA25 წევრებმა რამდენიმე წუთში შეძლეს და რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს. უწყების ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა სცადეს. ისინი
ექსკლუზივი

კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში PSG-ს დატოვებს

ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს [PSG] 2024 წლის ზაფხულში დატოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და გამოცემა The Athletic ავრცელებენ.The Atheltic-ის ცნობით, მბაპემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ