ექსკლუზივიმსოფლიოს ამბები

ვოლოდინი: აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია, ТАСС-ი წერს.
“თუ ნახავთ, რას წერენ ამერიკაში, მათ უნდათ, რომ მათი პრეზიდენტი პუტინი იყოს, მაგრამ არ ჰყავთ, ის ჩვენ გვყავს, ხოლო მათ ბაიდენი ჰყავთ, ხედავთ, სასჯელი მათთვის”. – თქვა ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს.
ვოლოდინმა ასევე თქვა, რომ დასავლეთი პუტინს აკრიტიკებს, რადგან იციან, რომ მისი მმართველობის ქვეშ რუსეთი გაძლიერებას გააგრძელებს და ეს არ სურთ.
“უნდა დავაფასოთ, რომ პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის ძლიერი მხარე”. – თქვა ვოლოდინმა.
დუმის სპიკერმა დაამატა, რომ, ამის მიუხედავად, რუსეთში ყველა “პარტიულ ინტერესებზე ზემოთ უნდა იდგეს” და პუტინს დაუჭიროს მხარი.
“ამასთან ერთად, ამჟამინდელ სიტუაციაში ყველა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. […] ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ”. – თქვა ვოლოდინმა.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ექსკლუზივი

უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ ვებგვერდებზე შეაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით, ჰაკერული ჯგუფის UA25 წევრებმა რამდენიმე წუთში შეძლეს და რუსეთს 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყანეს. უწყების ცნობით, ჰაკერებმა 100 კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ ვებგვერდზე შეღწევა სცადეს. ისინი
ექსკლუზივი

რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა. ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია. გავრცელებული
ექსკლუზივი

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა
მსოფლიოს ამბები

ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს შეიძლება გეგმავდეს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ანალიზის მიხედვით, აზერბაიჯანი მათ წინააღმდეგ “სრულმასშტაბიან ომს” შეიძლება გეგმავდეს.15 თებერვალს ფაშინიანმა სამთავრობო შეხვედრაზე თქვა, რომ ერევანი ბაქოს საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების დაწესებასა და