სპორტი

ლიონელ მესი მეორე ადამიანია, რომლის ინსტაგრამ გამომწერების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა

8 გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია, რაც კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში დამტკიცდა.

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მესი არის მეორე ადამიანი, რომლის გამომწერების რაოდენობამაც ინსტაგრამზე 500 მილიონს გადააჭარბა. მას ამჟამად მხოლოდ მისი კარიერული მეტოქე რონალდუ ასწრებს 622 მილიონი გამომწერით. მათ შემდეგ ყველაზე მეტ გამომწერიანი ვარსკვლავები არიან სელენა გომესი (429 მლნ), კაილი ჯენერი (400 მლნ) და დუეინ ჯონსონი (397 მლნ).

მესი ამჟამად ინსტაგრამზე ყოველთვიურად აქტიური 2,5 მილიარდი მომხმარებლის 20%-ს ჰყავს გამოწერილი, ამასთანავე უფრო პოპულარულია ვიდრე NFL-ის ყველა მოთამაშე ერთად. ამერიკული სპორტის სახეობების 154-ვე გუნდის გამომწერების რაოდენობა, რომ შევკრიბოთ მათ მაინც ლიონელ მესიზე ნაკლები გამომწერი ეყოლებათ.

არგენტინელის გამომწერების 72% მამაკაცია და 85% არ აღემატება 34 წელს. ბრაზილია არის ქვეყანა, რომელიც მესის გამომწერებში ყველაზე დომინანტია 12%-ით, მას მოჰყვება ინდოეთი 8,1%-ით, მშობლიური არგენტინა 6,5%-ით და აშშ 6,2%-ით.

ლიონელ მესის ეკუთვნის ინსტაგრამზე ყველაზე მოწონებადი პოსტის რეკორდიც, კერძოდ მსოფლიოს ჩემპიონობის ზეიმის ფოტოებს 75,5 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ექსკლუზივი

კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში PSG-ს დატოვებს

ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს [PSG] 2024 წლის ზაფხულში დატოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და გამოცემა The Athletic ავრცელებენ.The Atheltic-ის ცნობით, მბაპემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ
სპორტი

რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 2024 წელს დვა­ლიშ­ვი­ლი არის მებ­რძო­ლი, რო­მელ­მაც UFC-ში ზე­დი­ზედ 9 ბრძო­ლა მო­ი­გო. UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორ­თაბ­რძო­ლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით $111,000 გა­და­ი­ხა­და და გა­მო­ი­მუ­შა­ვა $200,000-ზე მეტი, რო­დე­საც ის ხოსე ალ­დოს
სპორტი

ესპანეთის პრემიერმინისტრი ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიიღო. სანჩესი თოფურიას დაჰპირდა, რომ ის ძალიან მალე ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. "მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული