ბიზნესი

ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს.

ფასების ზრდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში, ავიაციაშიც აღინიშნება. ექსპერტებზე დაყრდნობით Travel Weekly-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს.

ტარიფები მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო იმატებს. ზრდა ასევე დაფიქსირდა ავიაგადამზიდავების საბაზო ხარჯებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია, საოპერაციო ხარჯები წელს 8,1%-ით გაიზრდება.

დღეს საავიაციო საწვავი 2,5-ჯერ ძვირია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ნავთობის ფასების ბარელზე მინიმუმ 80 დოლარამდე შენარჩუნებას ისახავს მიზნად. IATA-ს შეფასებით, 2023 წელს ავიაკომპანიის ხარჯების 28%-ი საწვავზე მოდის, რაც 2022 წელთან შედარებით 30%-იანი ვარდნაა, თუმცა ეს მაინც აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი კვლავ ინარჩუნებს ევროპის ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანის სტატუსს.

Shares:

შემოთავაზებული პოსტები

ბიზნესი

უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგი

გასული 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა: ომი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება - ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომელთან გამკლავება ქვეყნებს გასული წლის განმავლობაში მოუწიათ. მიუხედავად
ბიზნესი

რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურებები – რეიტინგი

საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში იყო და ის თვეში 4,421 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით
ბიზნესი

მკვეთრი ცვალებადობა, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6562 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
ბიზნესი

სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ

თიბისის ციფრული ბანკი სფეისი საქართველოში იხურება. სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ, აპრილიდან კი ბანკი გაუქმდება. მათი ცნობით, მომხმარებლების სესხები, ანაბრები, განვადებები და ბარათები ავტომატურად გადავადა